აქტელიკი
18,00 ₾
მოქმედი ნივთიერება: პირიმიფოს – მეთილი 500 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 100 მგ.
აქტელიკი არის სისტემური, ფოსფორორგანული ინსექტო-აკარიციდი ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედებით. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად მავნებლებისგან როგორც ღია, ისე დაცულ გრუნტში. აქტელიკი გამოიყენება როგორც მწუწნი, ისე მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ, მათ შორის ტკიპებზე. ფუმიგანტური თვისებების და ინერტულ ზედაპირზე მდგრადობის გამო, აქტელიკი გამოიყენება სასაწყობე შენობებისა და შენახული მარცვლეულის დასაცავად მავნებლებისგან დასაწყობების პირობებში.
აქტელიკს ახასიათებს სამმაგი ეფექტი: კონტაქტური (პრეპარატი ხვდება მავნებლის კანის საფარველზე), ნაწლავური (მოხვდება მავნებლის ორგანიზმში საკვებთან ერთად) და ფუმიგანტური (პრეპარატის ორთქლი ხვდება მწერის სასუნთქ სისტემაში)
8 საწყობშია
აქტელიკი
უპირატესობები:
- სწრაფად თრგუნავს სხვადასხვა მავნებლებს, მათ შორის შენახვის პირობებშიც და ხელს უშლის მათ ხელმეორედ გამრავლებას
- ზემოქმედების მექანიზმი განსხვავებულია პირეტროიდების ჯგუფისგან, პრეპარატი ინარჩუნებს აქტივობას + 25 0 C და უფრო მაღალ ტემპერატურაზეც
- ინერტულ ზედაპირზე ხანგრძლივი მოქმედება, 6-8 თვემდე, რაც მნიშვნელოვანია საწყობის მავნებლებისგან და ჯამრთელობის დაცვის ობიექტების დასაცავად
- დამუშავებული მარცვალი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათოდ და საფურაჟედ
- შეიძლება გამოვიყენოთ ჩაუტვირთავი საწყობების, ასევე დასნებოვნებული მარცვლის დასამუშავებლად
- ვინაიდან პრეპარატი ნებადართულია ევროპაში, დამუშავებული მარცვალი შეიძლება გავიტანოთ საექსპორტოდ ევროკავშირის ქვეყნებში
| კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | გამოყენების მეთოდი, პერიოდი |
|---|---|---|---|---|
| ჭარხალი | რწყილები, ბუგრები, ცხვირგრძელები | 1.0-2.0 | 300-400 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
| კომბოსტო | ჩრჩილები, ხვატარები, თეთრულები | 0.5 | 300-400 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
| კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო | 1.5 | 250-300 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
| საწყობები | მავნებლები შენახვის პირობებში | 0.4-0.8 მლ / მ2 | – | – |
| მარცვალი შენახვისას | მავნებლები შენახვის პირობებში | 16 მლ / ტ | – | – |
| საშ.და საგ. ხორბალი, ქერი | ბუგრები, თრიფსები, და სხვ. მავნებელი | 1.0 | 250-300 | მავნებლები შენახვის პირობებში |
| ბარდა, სტაფილო | ბუგრები, სტაფილოს ბუზი, რწყილები | 1.0 | 250-300 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
| კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი – დაცული გრუნტი | ფრთათეთრა, ბუგრები, ტკიპები, მენაღმე ბუზი, თრიფსები | 2.5-3 | 500-1000 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
| კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი – ღია გრუნტი | ფრთათეთრა, ბუგრები, ტკიპები, თრიფსები | 0.3-1.5 | 300-400 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
| ჟოლო, მოცხარი | ხერხიები, მზომელები, ალურები, ბუგრები, ხოჭოები | 1.5 | 300-400 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
| ვაზი | ფოთლის ფილოქსერა, ყურძნის ჭია, კოქციდები | 1.5-2.0 | 600-800 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
| ვაშლი, მსხალი, ციტრუსები | მავნებელთა კომპლექსი (მწუწნი და მღრღნელი) | 1.7-2.0 | 800-1000 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
გამოხმაურების გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.
მსგავსი პროდუქტები









მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.