იზაბიონი
მოქმედების მექანიზმი:
იზაბიონი აღწევს მცენარეში უშუალოდ დიფუზიის გზით, თვითონ მცენარე ამ პროცესზე ენერგიას არ ხარჯავს. იზაბიონი ასრულებს სამშენებლო მასალის როლს და თვითონ მცენარე ანაწილებს მას საჭირო ადგილზე. ის ზრდის მცენარის მოსავლიანობას, ხელს უწყობს ნაყოფების უკეთესად გამონასკვის პროცესს, ნაყოფები იმატებენ წონაში, უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, ნერგები არიან უფრო სიცოცხლისუნარიანი, მცენარეები უკეთესად იზამთრებენ. იზაბიონი ასევე ხელს უწყობს ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების უკეთესად მოქმედებას
უპირატესობები:
- შეიცავს ყველაზე მაღალი კონცენტრაციით ამინომჟავებს და პეპტიდებს
- ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას
- აუმჯობესებს გამონასკვის პროცესს, ამაღლებს ყვავილების მტვრიანების ფერტილობას
- მცირდება ნასკვების ჩამოცვენის პროცენტი
- სტიმულირებას ახდენს ყვავილებისა და ვეგეტატიური ორგანოების კვირტების წარმოქმნის პროცესზე
- ჩითილები და ნერგები კარგად ეგუებიან ნიადაგს
- ამაღლებს პროდუქციის ხარისხ: ა) ხელს უწყობს ნაყოფების ერთფეროვნებას და შეფერილობის ინტენსივობას ბ) ზრდის შაქრის შემცველობას ნაყოფში
- ზრდის არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ მედეგობას: მცენარეებს უკეთესად გადააქვთ სხვადასხვა სტრესი, დაზიანებები, უფრო გამძლენი ხდებიან: სეტყვის, გვალვის, წაყინვების, მავნებლების, დაავადებების, ქიმიური პრეპარატების და ნიადაგის დამლაშების მიმართ
კულტურა | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | გამოყენების მეთოდი, პერიოდი, თავისებურებები |
---|---|---|---|
ხეხილი, ციტრუსი | 2.0-4.0 | 800-1000 | ფესვგარეშე გამოკვება 2-4 ჯერ სეზონის განმავლობაში, ყვავილობის წინ, ყვავილობის დამთავრების შემდეგ, ნაყოფების ფორმირება, როცა ნაყოფები კაკლისოდენაა |
ვაზი | 2.0-4.0 | 800-1000 | ფესვგარეშე გამოკვება 2-3 ჯერ სეზონში ყვავილობის წინ, ყვავილობის დამთავრება, ნაყოფების ფორმირება |
კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა | 1.0-2.0 | 200-400 | ფესვგარეშე გამოკვება 2-4 სეზონში 1) მცენარეები 10 სმ ანუ გადარგვის შემდეგ 2) ყვავილობის წინ 3) ნაყოფების ფორმირება 4) სიმწიფის დასაწყისი |
2.0-5.0 | მორწყვის სისტემის მიხედვით | ფესვებიდან გამოკვება 2-4 ჯერ სეზონში 1) მცენარეები 10 სმ სიმაღლისაა – გადარგვის შემდეგ 2) ყვავილობის წინ 3) ნაყოფების ფორმირება 4) მწიფობის დასაწყისი | |
ხახვი, ნიორი | 1.0-2.0 | 200-400 | ფესვგარეშე გამოკვება 1-3 ჯერ სეზონში 1) 4-5 ფოთლის ფაზა, შემდეგი გამოყენება 20 დღის ინტერვალით |
2.0-5.0 | მორწყვის სისტემის მიხედვით | ფესვიდან გამოკვება 1-3 ჯერ სეზონში 1) 4-5 ფოთლის ფაზა, შემდეგ 20 დღის ინტერვალით | |
ჭარხალი, სტაფილო | 3.0-4.0 | 200-400 | ფესვგარეშე გამოკვება 2-4 ჯერ სეზონში 1) გაზაფხულზე ვეგეტაციის განახლებისას, შემდეგ 20 დღის ინტერვალით |
კომბოსტო | 1.0-2.0 | 200-400 | ფესვგარეშე გამოკვება 3-ჯერ სეზონში 1) გადარგვის შემდეგ 20 დღის ინტერვალით |
კარტოფილი | 1.0-2.0 | 200-400 | ფესვგარეშე გამოკვება 2-3 ჯერ სეზონში: 1) მცენარის სიმაღლე 15 სმ |
დეკორატიული მცენარეები | 1.0-2.0 | 500-1000 | ფესვგარეშე გამოკვება 2-4 ჯერ სეზონში. გაზაფხულზე ვეგეტაციის განახლებისას შემდეგი მომდევნო 15 დღის ინტერვალით |
2.5 | მორწყვის სისტემის მიხედვით | ფესვებიდან გამოკვება 2-4 ჯერ სეზონში. გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებისას ან ჩითილების გადარგვის შემდეგ, შემდეგი მომდევნო 15 დღის ინტერვალით |
Reviews
There are no reviews yet.