კითხვები გაქვთ?

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევიძინო პროდუქტი?

ვებსაიტზე პროდუქტის შეძენისთვის არ არის საჭირო რეგისტრაცია.

დაამატეთ არჩეული პროდუქცია კალათაში, მიუთითეთ მისამართი, სადაც გნებავთ შეძენილი ნივთის მიღება და აირჩიეთ ანგარიშსწორების ფორმა.

  1. აირჩიეთ რომელი პროდუქტიც გსურთ, მონიშნეთ რაოდენობა და დაამატეთ კალათაში.
  2. როდესაც ყველაფერი დაემატება, მარჯვენა ზედა კუთხეში დაჭერით გაიხსნება კალათა. მაშინვე გამოჩნდება “კალათის ნახვის” ღილაკი, სადაც შეგიძლიათ გადახედოთ შესაძენი პროდუქტების სიას და აირჩიოთ მიწოდების სერვისი.
  3. გადახედვის შემდეგ „შეკვეთის გაფორმების“ ღილაკზე დაჭერით მოხვდებით შეკვეთის გვერდზე.
  4. შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი: სახელი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ
  5. აირჩიეთ მიწოდების სასურველი გზა.
  6. არჩიეთ გადახდის მეთოდი – ბარათით გადახდა, საბანკო გადარიცხვა ან კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება.
  7. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს – „შეკვეთის დასრულება“
გადახდის მეთოდები

შეკვეთის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდის საშუალებით:

  • ბარათით გადახდა
  • საბანკო გადარიცხვით
  • კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება
მიწოდების სერვისი უფასოა?
  • თბილისის მასშტაბით 2 კგ.-მდე ამანათის 3 სამუშაო დღის განმავლობაში მიწოდების ღირებულება 7 ლარია.
  • თბილისის მასშტაბით 2 კგ.-მდე ამანათის იმავე დღის ბოლომდე მიწოდების ღირებულება 9 ლარია.
    ექსპრეს შეკვეთის შემთხვევაში შეკვეთა უნდა დაფიქსირდეს 13:00 საათამდე, რათა მიიღოთ იმავე დღის ბოლომდე. (კვირის გარდა)
  • რეგიონში 2 კგ.-მდე ამანათის მიწოდების ღირებულება 12 ლარია. მიწოდება ხდება 3-დან 5 დღემდე ვადაში.

შეკვეთილ პროდუქტს კურიერი მოგაწვდით თქვენს მიერ შეკვეთაში დაფიქსიფრებულ მისამართზე.

2 კგ-ზე მძიმე ნივთის მიწოდების ფასი ითვლება შეძენილი ნივთის წონის და მიტანის მისამართის კომბინაციით საკურიერო კომპანიის ტარიფის შესაბამისად.

რეგიონებში თუ გაქვთ მიტანის სერვისი?

შეძენილი პროდუქცია მიგვაქვს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მისამართზე.
შეკვეთის მისაღებად აუცილებელია პირადობაში არსებული სახელისა და გვარის, საკონტაქტო ნომრისა და მისამართის სწორად მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათს ვერ აიღებთ.

შესაძლებელია შეკვეთა მე თვითონ წამოვიღო?

დიახ შესაძლებელია, თუ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი არის თქვენთვის სასურველ ფილიალში.

შეკვეთის გაფორმებისას უნდა აირჩიოთ „მაღაზიაში აღება“.
გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ შეათანხმოთ მარაგები სასურველ ფილიალთან.

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ფილიალებში:
თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის I, (გუდვილი).
თბილისი, გლდანი, აკაკი ვასაძის 13 (შაურმების ქუჩა).
ბათუმი, ზ. გორგილაძის 63 (ყოფილი გორკის ქუჩა).

რა ვქნა თუ პროდუქცია მოტანის დროს დაზიანდა?

აღნიშნულ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით FB ფეიჯზე ან დაგვირეკეთ საკონტაქტო ნომერზე: 032 206 08 40 (ჩვენი სამუშაო საათებია: 11:00-20:00)

რა პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია?

ტექნიკის კატეგორიაში არსებულ პროდუქტებზე ვრცელდება სტანდარტული, მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო პირობები.

შემიძლია პროდუქტის გადაცვლა ან უკან დაბრუნება?

დიახ შეგიძლიათ.
პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის პირობების სანახავად გადადით პოლიტიკის გვერდზე.

როგორ გავაუქმო შეკვეთა?

შეკვეთის გასაუქმებლად მოგვწერეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით FB ფეიჯზე ან დაგვირეკეთ საკონტაქტო ნომერზე: 032 206 08 40 (ჩვენი სამუშაო საათებია: 11:00-20:00)

საიტზე მითითებულია, რომ პროდუქტი მარაგში არ არის, შემიძლია თუ არა მისი შეკვეთა?

შეუძლებელია, სანამ მარაგი არ შეივსება.

შემიძლია თუ არა შეკვეთის გაფორმება სატელეფონო ზარით?

შეკვეთის გაფორმება შეგიძლიათ ონლაინ ჩვენი საიტის მეშვეობით, სულ რაღაც 60 წამში.
ასევე შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია სატელეფონო ზარისა და FB გვერდის მეშვეობით.

კონტაქტი

დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

    პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ფილიალებში:
    თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის I, (გუდვილი).
    თბილისი, გლდანი, აკაკი ვასაძის 13 (შაურმების ქუჩა).
    MYSEED – თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძის 86 (ვაკის პარკის გვერდით).
    ბათუმი, ზ. გორგილაძის 63 (ყოფილი გორკის ქუჩა).
    კახეთი, ერეკლე II მოედანი.
    კახეთი, ლაგოდეხი, ზაქათალაძის 17.

    ტელ: 032 206 08 40

    მეილი: [email protected]

    greenlab-mobile-logo

    GREENLAB – მეტი, ვიდრე გროუშოფი!