პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა და საგარანტიო პირობები

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს რეალიზაციიდან 3 დღის განმავლობაში დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია.

პროდუქტის დაბრუნებისთვის აუცილებელი პირობები:

  • პროდუქტი არ უნდა იყოს გახსნილი, გამოყენებული ან დაზიანებული;
  • არ უნდა ჰქონდეს დაკარგული პირვანდელი სახე;
  • შესაძლებელი იყოს ამ პროდუქტის ხელახლა რეალიზაცია.

ონლაინ რეალიზაციის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნდება საკურიერო კომპანიისათვის გადახდილი თანხა და თავად უნდა უზრუნველყოს ნებისმიერ ფილიალში პროდუქტის დაბრუნება.

პროდუქტის დაბრუნებისას მომხმარებელმა უნდა იქონიოს:

  • გადახდის ქვითარი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პროდუქტი წარმოდგენილი პირვანდელი შეფუთვით.

მომხმარებელს უფლება აქვს, რომ 14 სამუშაო დღის განმავლობაში გადაცვალოს პროდუქტი იმავე ან უფრო მაღალი ღირებულების საქონელში თანხის დამატებით.

პროდუქტის გადაცვლისას მომხმარებელმა უნდა იქონიოს:

  • გადახდის ქვითარი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პროდუქტი წარმოდგენილი პირვანდელი შეფუთვით.

 

პროდუქტის გადაცვლისთვის აუცილებელი პირობები:

  • პროდუქტი არ უნდა იყოს გახსნილი, გამოყენებული ან დაზიანებული;
  • არ უნდა ჰქონდეს დაკარგული პირვანდელი სახე;
  • შესაძლებელი იყოს ამ პროდუქტის ხელახლა რეალიზაცია.

 

თუ პროდუქტს აღენიშნება ქარხნული წუნი ან ისეთი დაზიანება, რომელიც შეძენამდეც ჰქონდა, ხდება პროდუქტის შეცვლა ან შეკეთება.

  • პროდუქტი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა.

თუ ვერ ხერხდება პროდუქტის შეცვლა ან შეკეთება, კომპანია მომხმარებელს თანხას დაუბრუნებს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

პროდუქტის დაბრუნების შემდეგ ანაზღაურება ხდება მხოლოდ საბანკო გადარიცხვით.
ნაღდი ანგარიშსწორებით დაბრუნება არ ხდება გამონაკლისი სიტუაციების გარდა.

გაითვალისწინეთ, რომ უცხოურ ბარათებზე გადარიცხვისას საკომისიო შეადგენს 30$ ან 15€, რასაც არ ფარავს კომპანია.

რა პროდუქტზე ვრცელდება გარანტია?

ტექნიკის კატეგორიაში არსებულ პროდუქტებზე ვრცელდება სტანდარტული, მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო პირობები.

გარანტია არ ვრცელდება:

გარანტია არ ვრცელდება ნივთის ფიზიკური დაზიანების ან /და მისი არასათანადო მონტაჟის ან /და მისთვის მიღებული საექსპლუატაციო პირობების დარღვევით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

რამდენადაც საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზი გულისხმობს ნივთისთვის მიღებულ საექსპლუატაციო პირობებში ნორმალური მოხმარების (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით) მიუხედავად მისთვის დადგენილ საგარანტიო ვადაში გამოვლენილ ხარვეზს, როგორიც შეიძლება იყოს – განათების შემთხვევაში ქარხნული დეფექტი ან წუნი, სანათის/ნათურის მწყობრიდან გამოსვლა.

გარანტიით სარგებლობისათვის აუცილებელი ფორმალური წესები:

მომხმარებლის მიერ საგარანტიო პირობებით სარგებლობის უფლების დასადასტურებლად, აუცილებელია მის მიერ წარმოდგენილი იყოს პროდუქციის  შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი საბუთთან ერთად, რომელთა ვადაც იქნება შესაბამისობაში კონკრეტული ნივთის საგარანტიო მომსახურების ვადასთან.

პროდუქციის მიღებისთანავეშეამოწმეთ შენაძენის მთლიანობა და ხარვეის არსებობის შემთხვევაშიდაუყოვნებლივ აცნობეთ კომპანიის ცხელ ხაზს.

დაგვიკავშირდით: 032 206 08 40