კუპროფლო
მოქმედების სპექტრი და გამოყენების რეკომენდაციები:
შესხურებათა შორის ოპტიმალური ინტერვალია 7 დღე. კუპროფლო თავსებადია სტანდარტულ ინსექტიციდებთან, ფუნგიციდებთან და აკარიციდებთან.
სამუშაო ხსნარის დამზადება:
შემასხურებლის ავზი შეავსეთ წყლით ნახევრამდე, დაამატეთ პრეპარატის საჭირო რაოდენობა და ჩართეთ ამრევი. შემდეგ შეავსეთ წყლით საჭირო რაოდენობამდე. ნორმალურ პირობებში (გრილ და მშრალ ადგილას) პრეპაერატის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები არ იცვლება 3 წლის განმავლობაში.
მოქმედების სპექტრი და გამოყენების რეკომენდაციები:
- ვაზი: ვაზის ჭრაქი, ვაზისანთრაქნოზი, ყურძნისშავი სიდამპლე – შესხურება იწყება 4-5 ფოთლის ფაზიდან, 7-9 დღის ინტერვალით კლიმატური პირობების მიხედვით. რკინის ხელატით მდიდარი სპეციფიკური აგენტის საშუალებით პრეპარატი აუმჯობესებს მცენარეში ქლოროფილის შემადგენლობას და ხელს უწყობს ვეგეტირებადი ნაწილების ზრდას. ფუნგიციდის გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია ახალშენში. პრეპარატის ხარჯვის ნორმა – 3.5 ლ/ჰა; სამუშაო ხსნარის მოცულობა – 800-1000 ლ/ჰა; ლოდინის პერიოდი – 30 დღე.
- ვაშლი: ვაშლის ქეცი – პრეპარატის ხარჯვის ნორმა მცენარის მოსვენების პერიოდში – 5.5-7 ლ/ჰა; ვეგეტაციის პერიოდში – 3.5 ლ/ჰა; სამუშაო ხსნარის მოცულობა – 1000 ლ/ჰა; ლოდინის პერიოდი – 20 დღე.
- ატამი: ატმის ფოთლის სიხუჭუჭე – პრეპარატის ხარჯვის ნორმა მცენარის მოსვენების პერიოდში – 5.5-7 ლ/ჰა; ვეგეტაციის პერიოდში – 3.5 ლ/ჰა; სამუშაო ხსნარის მოცულობა – 1000 ლ/ჰა; ლოდინის პერიოდი – 20 დღე.
- კარტოფილი: ფიტოფტორას წინაამღდეგ პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს სავეგეტაციო პერიოდში სოკოს განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე, შემდეგი წამლობა საჭიროებისამებრ. პრეპარატის ხარჯვის ნორმა – 3,5 ლ/ჰა; ლოდინის პერიოდი – 20 დღე.
- პომიდორი: ფიტოფტორას,ფესვის ყელის სიდამპლის წინააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდში პრეპარატის ხარჯვის ნორმა – 1,8 – 2,1 ლ/ჰა; სამუშაო ხსნარის მოცულობა -300-400 ლ/ჰა; ლოდინის პერიოდი – 10 დღე.
- კიტრი: კიტრის ჭრაქის წინააღმდეგ წამლობა ტარდება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ხარჯვის ნორმა – 1,8-2,1 ლ/ჰა; სამუშაო ხსნარისმოცულობა 300-400 ლ/ჰა; ლოდინის პერიოდი – 10 დღე. შესხურებათა შორის ოპტიმალური ინტერვალია 7 დღე. კუპროფლო თავსებადია სტანდარტულ ინსექტიციდებთან, ფუნგიციდებთან და აკარიციდებთან.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.