ტოპაზი

3,00 

მოქმედი ნივთიერება: პენკონაზოლი 100 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 10 მლ

ტოპაზი არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ხეხილის, კენკროვნების, ბოსტნეულ–ბაღჩეული, დეკორაციული კულტურებისა და ვაზის ნაცრისა და ზოგიერთი სხვა დაავადებისგან დასაცავად. პრეპარატს აქვს პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება. ტოპაზის გამოყენება შეიძლება ყველა კულტურაში, სადაც წარმოიშვება ნაცროვანი დაავადებები. განსაკუთრებით ეფექტურია პირველადი ინფექციის დასათრგუნად. ტოპაზის მოქმედი ნივთიერება სწრაფად შეითვისება მცენარის მიერ, რითაც მცირდება ნალექებით პრეპარატის ჩამორეცხვის რისკი. 2 საათის შემდეგ მოსული წვიმა არ ამცირებს პრეპარატების ეფექტურობას

Add products of 200,00  GEL and we will deliver them to you for free!

9 საწყობშია

აღწერა

ტოპაზი

უპირატესობები:

  • სისტემური მოქმედების უნარი, იცავს მცენარის ყველა ორგანოს
  • პროფილაქტიკური, სამკურნალო და გამანადგურებელი მოქმედება – 96 საათის განმავლობაში ინფექციის შეჭრიდან
  • მაღალი მოქმედების უნარი ძლიერი ინფექციური დატვირთვის დროსაც
  • იდეალური პარტნიორია კომპლექსური დაცვის სისტემაში
  • შესხურების ჯერადობის შემცირება, მოქნილია გამოყენების დროის მიხედვით
კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ნაცარი, სიდამპლე 0.25–0.35 600–800 20 (3–4)
კიტრი ღია და დახურული გრუნტი ნაცარი 0.125–0.375 300–500 20 (2–3)
ვაშლი ნაცარი 0.3–0.4 800–1000 20 (2–3)
ატამი ნაცარი 0.5–1.9 800–1000 20 (2–3)
მარწყვი ნაცარი 0.3–0.5 300–500 20 (2–3)
მოცხარი ნაცარი 0.3–0.4 300–500 20 (2–3)
ჟოლო ლაქიანობა, რუხი სიდამპლე 0.3–0.6 300–500 20 (5–6)
ვარდი და სხვა დეკორატიული მცენარეები ნაცარი 0.3–1.0 300–500 20 (3–4)
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ტოპაზი“