ნიმის ზეთი
ნიმის ზეთი არის დაავადებებთან საბრძოლველი საშუალება სახლისთვისა და ბაღისთვის.
- იცავს თქვენს მცენარეებს მწერებისა და ტკიპებისაგან
- წყვეტს ჭრაქს 24 საათში
- ანადგურებს კვერცხებსა და ზრდასრულ მწერებს
- აღმოფხვრის სოკოვან დაავადებებსა და შავ ლაქებს, ჭრაქსა და ჟანგს
სამუშაო ნაზავით ფოთლების ზედა და ქვედა მხარეები კარგად უნდა დამუშავდეს.
როგორც სხვა ზეთოვანი პრეპარატების შემთხვევაში, გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს, რათა თავიდან აიცილოთ ფოთლის დამწვრობა.
გამოიყენება ფოთლების გამწმენდ საშუალებად დეკორატიულ მცენარეებში.
რა არის ნიმის ზეთი
ნიმის ზეთი ბიოლოგიური ინსექტიციდია, რომლის მთავარი მოქმედი ნივთიერება აზადირაქტინია და შეიცავს დამატებით სხვა ლიმონოიდებს.
პრეპარატის დამზადებისას გამოიყენება ნიმის ზეთი და საპნის ხის ნაყოფიდან გამოყოფილი საპონინები, ამიტომ არის პროდუქტი წყალში ხსნადი.
გამოყენება
გამოიყენება სასოფლო – სამეურნეო კულტურებში, სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობებში, სხვადასხვა ტიპის ნიადაგში, როგორც ფოთლოვანი, ისე პირდაპირი შეტანის გზით.
თავსებადობა
პრეპარატის შერევა შეიძლება ნებისმიერ ბიოლოგიურ თუ ქიმიურ მცენარეთა დაცვისა და გამოკვების საშუალებებთან, გარდა ალკალოიდების ჯგუფისა.
Reviews
There are no reviews yet.