ბლექ ჯეკი
8,00 ₾ – 65,00 ₾Price range: 8,00 ₾ through 65,00 ₾
ბლექ ჯეკი 100%-ით ორგანული, ბიოლოგიურად სუფთა ბიოსტიმულატორია. ლეონარდიტის ხსნარი, რომელიც შეიცავს მაღალშეთვისებად ორგანულ კომპონენტებს, ხელს უწყობს მცენარეს საკვები ნივთიერებების სრულყოფილ ათვისებაში.
შეიცავს ჰუმინო და ულმინო მჟავეებს – ეს არის შენაერთები, რომლებიც ასტიმულირებენ და ააქტიურებენ როგორც მცენარის ფესვებს და ვეგეტატიურ სისტემას, ისე მთლიანად მცენარის განვითარებას.
დოზირება:
ფოთლოვანი კვება- 100 მლ იხსნება 25 ლიტრ წყალში. გამოყენების ინტერვალი 10-15 დღე.
ფესვური კვება- 100 მლ იხსნება 15 ლიტრ წყალში. გამოყენების ინტერვალი 10-15 დღე.
ნაკლები შესაბამისი პროპორციით.
ბლექ ჯეკი
100%-ით ორგანული, ბიოლოგიურად სუფთა ბიოსტიმულატორია. ლეონარდიტის ხსნარი, რომელიც შეიცავს მაღალშეთვისებად ორგანულ კომპონენტებს, ხელს უწყობს მცენარეს საკვები ნივთიერებების სრულყოფილ ათვისებაში.
მჟავე ph (4-5)
უპირატესობები:
- არის მაღალეფექტური ორგანული სასუქი – ბიოსტიმულატორი, ამასთან არის ეკონომიურად მომგებიანი დაბალი ხარჯვის ნორმის გამო.
- სწრაფად და მარტივად იხსნება წყალში. ამის წყალობით მოსახერხებელია გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს.
- მჟავე Ph ასტიმულირებს ფესვთა სისტემის განვითარებას. ხელს უწყობს ფესვთა სისტემას სწრაფად, უკეთ და დიდი რაოდენობით შეითვისოს მნიშვნელოვანი მიკროელემენტები.
- ამცირებს სამუშაო ხსნარის Ph-ს, რაც ზრდის ფიტოსანიტარული დამუშავების ეფექტს და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების სწრაფ შეღწევადობას ფოთოლში.
- არის 100% ნატურალური პროდუქტი (სერთიფიცირებულია გერმანიაში, ორგანული მიწათმოქმედებისათვის).
- არის ინოვაციური პროდუქტი, სხვა პრეპარატებისაგან იმით განსხვავდება, რომ შეიცავს ჰუმინო და ულმინო მჟავეებს – ეს არის შენაერთები, რომლებიც ასტიმულირებენ და ააქტიურებენ როგორც მცენარის ფესვებს და ვეგეტატიურ სისტემას, ისე მთლიანად მცენარის განვითარებას. ამასთან , მოცემული შენაერთები სხვა პრეპარატებში უბრალოდ არ არის.
- ასევე შეიცავს N, Cu, Zn, რომლებიც იმთავითვე შედის ნატურალური ლეონარდიტის შემადგენლობაში.
- ნიადაგში მოხვედრისას, ცვლის მის სტრუქტურას, ამცირებს მარილების შემცველობას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების აბსორბაციას, ამაღლებს სასარგებლო მიკროელემენტების აქტიურობას, კათიონების მიკრო და მაკრო ელემენტებში ცვლილებას.
- მიკრო და მაკრო ელემენტებისათვის თამაშობს ბუნებრივი ქელატური აგენტის როლს, რის საფუძველზეც უკეთშეთვისებად ფორმაში გადადიან და კარგად ნაწილდებიან მთლიანად მცენარეზე.
- შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ფოთლოვანი გამოკვებისას, ისე წვეთოვან სისტემაში. ამასთან გამოიყენება, როგორც ცალკე, ისე კომბინაციაში სხვა მიკრო და მაკრო სასუქებთან.
გამოხმაურების გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.
მსგავსი პროდუქტები
Advanced Nutrients – Sensizym
Advanced Nutrients – Bud Factor X
260,00 ₾ – 2000,00 ₾Price range: 260,00 ₾ through 2000,00 ₾
Advanced Nutrients – Jungle Juice Grow
25,00 ₾ – 300,00 ₾Price range: 25,00 ₾ through 300,00 ₾
Advanced Nutrients – Nirvana / Tasty Terpenes
60,00 ₾ – 290,00 ₾Price range: 60,00 ₾ through 290,00 ₾
Advanced Nutrients – Sensi Cal Mag Xtra
30,00 ₾ – 800,00 ₾Price range: 30,00 ₾ through 800,00 ₾









მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.