სასუქების შესახებ

სად შევიძინოთ შავი მიწა მცენარეებისთვის?

MYSOIL

მიუხედავად იმისა, გამოცდილი მებაღე ხართ თუ ახლა იწყებთ მწვანე სამყაროში მოგზაურობას, უნდა იცოდეთ, რონ მცენარის წარმატებული ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია თქვენს მიერ შერჩეული ნიადაგი. შავი მიწის შეძენა შეგიძლიათ https://mysoil.ge -ზე

სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს და თქვენს მიერ მიწოდებული ნიადაგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლისუნარიანობაში. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის ნიადაგს და სად შეგიძლიათ შეიძინოთ ისინი.

შავი მიწა

shavi-miwa

შავი მიწა ადგილზე მიტანით

საკვები ნივთიერებებითა და ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ტყის შავი მიწა (ასევე ცნობილია, როგორც თიხნარი ნიადაგი) მებაღის საუკეთესო მეგობარია. მისი შესანიშნავი სადრენაჟო და ტენიანობის შესანარჩუნებელი თვისებები შესაფერისს ხდის მცენარეთა ფართო სპექტრისთვის.

მისი შეძენა ჩვენს პარტნიორ მაღაზია MYSOIL-ში შეგიძლიათ კუბურად ან ლიტრაჟობით შავი მიწა ტომრებით. მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით თბილისსა და მის შემოგარენში – შავი მიწა ადგილზე მიტანით

ყვავილების მიწა

miwa-n1-10l

სპეციალურად შემუშავებული ნიადაგი ყვავილოვანი მცენარეებისთვის, როგორც წესი, უფრო მსუბუქია და კარგად აერირებული, რათა ხელი შეუწყოს ფესვების ჯანსაღ ზრდას და ძლიერ ყვავილობას.

უნივერსალური მიწა N1 არის გაცრილ-დამუშავებული სუბსტრატი, რომელიც მცენარეთა უმეტესობისთვის გამოიყენება. შეიცავს ტყის შავ მიწას, აგროპერტილსა და ტორფს.

მისი შეძენა შეგიძლიათ, როგორც მცირე მოცულობის 2, 5 და 10 ლიტრიან პაკეტებით ჩვენს ფილიალებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის სერვისით ან შეიძინოთ კუბური მიწოდებითა და ტომრებით – შავი მიწა შერეული

გადამწვარი ნაკელი

gadamwvari-nakeli

თუ გსურთ, რომ მინიმალური დანახარჯებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი მოიყვანოთ, ამისთვის სასარგებლო ელემენტებით მდიდარი, ორგანული სასუქი გამოგადგებათ, რომელიც მცენარეს სრულფასოვან ზრდა-განვითარებაში დაეხმარება. ნაკელში ყველა საჭირო მაკრო და მიკრო ელემენტები შედის, ამიტომაც მას კარგი ეფექტი აქვს ყველა ტიპის ნიადაგზე.

ნაკელში შედის ყველა საჭირო მაკრო და მიკრო ელემენტები. ისეთები, როგორიცაა: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი. მცირე რაოდენობით შეიცავს ბორს, სპილენძს, თუთიას, მოლიბდენსა და კობალტს. ნაკელი ერთ-ერთი საუკეთესო ორგანული სასუქია, რომლის შეტანის შემდეგ მოსავლიანობა 30-50% მატულობს. ნაკელის მოქმედების ხანგრძლივობა დაახლოებით 4-5 წელია.

ტორფი

torfi

ტორფი ნიადაგის ორგანულ სასუქია, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს და სასუქებს იკავებს, აქედან გამომდინარე ეფექტური საშუალებაა ზედმეტად ფხვიერი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რაც თავისმხრივ მცენარის სწრაფ და ჯანმრთელ ზრდას უზრუნველყოფს.  ახასიათებს წყლის შეკავების მაღალი უნარი და მჟავე pH.

ეს ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული სასუქი უზრუნველყოფს თქვენი მცენარის სწრაფ და ჯანმრთელ ზრდას. ის ფაქტი, რომ ტორფი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, ბაქტერიებს, სოკოებს და სარეველების თესლებს მას სრულყოფილს ხდის ისეთი ტიპის ნერგებისთვის, რომლებიც გარემო სტრესის მიმართ დაუცველია.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება