მიწა N1 – უნივერსალური
საუკეთესო ხარისხის გაცრილ-დამუშავებული სუბსტრატი, რომელიც მცენარეთა უმეტესობისთვის გამოიყენება.
შემცველობა:
- ტყის მიწა – ნატურალური, ბუნებრივი, ბიოლოგიურად გამდიდრებული სასარგებლო საკვები ნივთიერებებითა და მინერალებით.
- აგროპერლიტი – დიდი ხნით ინარჩუნებს ტენიანობას, ეხმარება მცენარეს აერაციაში და ხელს უშლის ნიადაგში ობის წარმოქმნას, იცავს მცენარეს ლპობისგან.
- ტორფი – ადვილად იწოვს წყალს და ინარჩუნებს ტენიან გარემოს, ასევე მცენარეს ეხმარება აერაციაში.
- ბიოჰუმუსი – იცავს ნიადაგს გამოშრობისგან, აწვდის მცენარეს საჭირო საკვებ ნივთიერებებს და ეხმარება ძლიერი ღეროების ჩამოყალიბებაში.
მჟავიანობა (pH): შენარჩუნებულია 6-7 ოპტიმალურ დიაპაზონში, რაც უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების შეწოვისა და მცენარის კეთილდღეობისთვის ხელსაყრელ გარემოს.
მოხმარების წესი:
უნივერსალური “მიწა N1” გამოიყენება როგორც ოთახის მცენარეებისთვის, ასევე სასათბურე მეურნეობებისთვისა და ჩითილების გამოსაყვანად.
ბრენდი: MYSOIL.ge
Reviews
There are no reviews yet.