კანაფის ზეთის სანთელი (კოღოს საწინააღმდეგო)

35,00 

კანაფის ზეთის სანთელი – INDIA Cosmetics

არომატული კოღოს საწინააღმდეგო კანაფის ზეთის სანთელი დამზადებულია ორგანული სოიოს ცვილისა და კანაფის ზეთისგან, ლიმონის, მიხაკისა და პაჩულის სურნელით.

მოცულობა: 90 გრამი.
დეტალურ აღწერას და გამოყენების წესს გაეცანით ქვემოთ

Add products of 180,00  GEL and we will deliver them to you for free!

50 საწყობშია

აღწერა

კოღოს საწინააღმდეგო კანაფის ზეთის სანთელი

  • კანაფის ზეთის სანთელი დამზადებულია ექსკლუზიურად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან.
  • არ შეიცავს პარაფინსა და ნავთობს.
  • წვის დროს არ გამოყოფს ტოქსიკურ ორთქლს, რის გამოც სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვისა და ალერგიული ადამიანებისთვის.
  • სანთლის წვა გრძელდება 25 საათამდე, ამიტომ არის ძალიან ეკონომიური.

არომატული კოღოს საწინააღმდეგო კანაფის ზეთის სანთელი დამზადებული ორგანული სოიოს ცვილისა და კანაფის ზეთისგან, ლიმონის, მიხაკისა და პაჩულის სურნელით.

ლიმონის ზეთს აქვს ციტრუსის ინტენსიური და გამაგრილებელი სურნელი. ის აფრთხობს კოღოებსა და ბუზებს. გარდა ამისა, ლიმონის ზეთი ამშვიდებს და ხსნის სტრესს.

მიხაკის ზეთს აქვს თბილი და პიკანტური სურნელი. მისი სურნელი ამაღლებს განწყობას.

პაჩულის ზეთს აქვს ხის სასიამოვნო სურნელი. ის მშვენივრად მუშაობს როგორც მწერებისგან თავის დასაცავად, ასევე აქვს სამკურნალო და დამამშვიდებელი თვისებები.

INDIA cosmetics-ის კანაფის ზეთის სანთელი ასევე გამოიყენება სხეულის მასაჟში, რადგან მისი დნობის წერტილი შედარებით დაბალია, რაც ნიშნავს იმას, რომ გამდნარი ცვილი შეიძლება წაისვათ პირდაპირ კანზე დამწვრობის გარეშე. ცვილის წასმის შემდეგ კანი დიდხანს რჩება დატენიანებული, გლუვი და აბრეშუმისებრი, ხოლო „პატარა სისხლისმსმელები“ დიდხანს აღარ მოგეკარებიან.

მოცულობა: 90 გრამი.
ბრენდი: INDIA Cosmetics

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კანაფის ზეთის სანთელი (კოღოს საწინააღმდეგო)“