HY-PRO TERRA BOOSTER – Epic Bloom
25,00 ₾
Hy-pro Bloom Booster არის უაღრესად კონცენტრირებული და ძლიერი ყვავილობის გამაძლიერებელი, რომელიც იძლევა ფეთქებად და დადასტურებულ შედეგებს. ეს საგულდაგულოდ შემუშავებული ყვავილობის გამაძლიერებელი შეიცავს ფოსფორის, კალიუმის და მიკროელემენტების სწორ რაოდენობას, რათა გაზარდოს თქვენი მცენარეების შაქრის გამომუშავების უნარი და ენერგია ზრდის, ყვავილობისა და უფრო მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.
- ფოტოსინთეზისთვის საჭირო დამატებითი ფოსფორით;
- ჯანმრთელობისთვის საჭირო დამატებითი კალიუმით;
- ცილების წარმოქმნისთვის საჭირო დამატებითი გოგირდით.
HY-PRO TERRA BOOSTER – Epic Bloom
დიდი სიფრთხილით შექმნილი ყვავილობის ბუსტერი ფოსფორის, კალიუმისა და მიკროელემენტების ისეთ რაოდენობებს შეიცავს, რომ მცენარემ გაზარდოს შაქრის წარმოქმნა. ეს კი დამატებითი ენერგიაა, რომელიც საჭიროა ზრდისთვის, ყვავილობისთვის და მაღალი მოსავლიანობისთვის. ყვავილობის ფაზაში მცენარე საკმაოდ სწრაფად ითვისებს მოცემულ ელემენტებს რიზოსფეროში, ზოგჯერ 72 საათშიც კი.
მაშ, როგორ მივიღოთ მაღალი მოსავალი?
მოსავლიანობა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ყურადღებით კვებავთ მცენარეებს და კიდევ – რას იყენებთ საკვებად.
იმისთვის, რომ გაიზარდოს და იყვავილოს ან ნაყოფი მოისხას, მცენარეს ოცამდე მინერალური ელემენტის დაბალანსებული რაციონი სჭირდება.
აქედან ყველაზე მთავარი ექვსი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი და უხვმოსავლიანი მცენარისთვის, არის: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი, ფოსფორი და კალიუმი.
პირველ სამ ელემენტს მცენარე ჰაერიდან და წყლიდან იღებს, დანარჩენი სამი კი მიწიდან უნდა მიიღოს. მცენარეს დამატებით სჭირდება დიდი ოდენობით კალციუმი, მაგნიუმი და გოგირდი. თუ სწრაფად მზარდი მცენარე ვერ მიიღებს საჭირო ოდენობით საკვებს, ენერგიის წარმოება შემცირდება და აღარ ეყოფა ენერგია იმასთვის, რომ უხვი ნაყოფი გამოისხას. მცენარის ზრდა შეჩერდება და ნაყოფის ხარისხი დაეცემა. უხვი მოსავლიანობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბუსტერს, რომელიც მცენარეს დამატებითი ფოსფორით, კალიუმით, გოგირდითა და მიკროელემენტების მიქსით დაეხმარება.
გამოყენების ინსტრუქცია:
- გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ყვავილობის გამაძლიერებელი Hy-pro Epic Bloom.
- ყვავილობის პერიოდში შეურიეთ 1 მლ. 1 ლიტრ წყალში.
- Epic Bloom შეიძლება გამოყენებულ იქნას Hy-pro Terra-სთან ერთად
- გამოიყენება ყველა ნიადაგის მცენარისთვის – როგორც შიდა, ასევე გარე მებაღეობისთვის.
- გამოყენებამდე ყოველთვის წაიკითხეთ ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციები.
Hy-pro ყვავილობის გამაძლიერებელი – EPIC Bloom – საუკეთესოდ გამოიყენება Hy-pro Rootstimulator Terra-სთან და საბაზისო სასუქ Terra-სთან ერთად.
| მოცულობა | 100 მლ. |
|---|---|
| ბრენდი |
გამოხმაურების გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.
მსგავსი პროდუქტები
Advanced Nutrients – B-52
45,00 ₾ – 80,00 ₾Price range: 45,00 ₾ through 80,00 ₾
Advanced Nutrients – Flawless Finish
30,00 ₾ – 320,00 ₾Price range: 30,00 ₾ through 320,00 ₾
Advanced Nutrients – Jungle Juice Micro
25,00 ₾ – 300,00 ₾Price range: 25,00 ₾ through 300,00 ₾
Advanced Nutrients – Overdrive
40,00 ₾ – 1000,00 ₾Price range: 40,00 ₾ through 1000,00 ₾
Advanced Nutrients – pH Perfect Grow
30,00 ₾ – 400,00 ₾Price range: 30,00 ₾ through 400,00 ₾
Advanced Nutrients – Piranha
70,00 ₾ – 960,00 ₾Price range: 70,00 ₾ through 960,00 ₾










მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.