უნივერსალური კლიმატ-კონტროლერი
უნივერსალური კლიმატ-კონტროლერი შენი მწვანე სივრცისთვის.
ყველაფერი ერთში – სრულად ავტომატიზირებული მართვის სისტემა.
მეტი შესაძლებლობა:
- WiFi კავშირი
- დისტანციური წვდომა
- სენსორული ეკრანი
- ავტომატური მართვა: დროით, ციკლური, სენსორით
- მობილური შეტყობინება სტატუსის ცვლილებისას
- მონაცემთა ისტორია და მონიტორინგი
მართვის მოდული:
- იზოლირებული კვება
- მაღალი სიზუსტის ანალოგური მიმღები
- ინტეგრირებული საათის მოდული
- პროგრამული განახლება მობილური აპლიკაციით
- 4 x რელე (საერთო ჯამური დატვირთვა 16 ა.)
- ისტორიის დამახსოვრება ლოკალურად
- შესაძლებელია რელეს მშრალ კონტაქტზე გადაყვანა
- დამატებითი მოდულის სლოტი (LoRa, Bluetooth, GSM)*
მონაცემები:
- 2.4GHz WiFi კავშირი – დისტანციური მართვა
- 4 x ანალოგური სენსორი
- სენსორული ეკრანი 2.8″
- ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორი
- წყლის ტემპერატურის სენსორი
- ციფრული სენსორები*
- გაფართოების სლოტი – უკაბელო სენსორები*
- 4x 10ა – დამოუკიდებელი რელე (საერთო მაქსიმალური დატვირთვა 16 ა.)
დაკავშირების ინსტრუქცია:
- გადმოწერეთ და დააინსტალირეთ აპლიკაცია KIKSmart
(ამ ეტაპზე აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ანდროიდ მოწყობილობებზე) - გაიარეთ რეგისტრაცია / ავტორიზაცია*
რეგისტრაციის გავლით თქვენ შეძლებთ მოწყობილობის დისტანციურად მართვას, შეტყობინებების მიღებას, სხვა მოწყობილობებთან სინქრონიზაციასა და სხვა ფუნქციონალის გამოყენებას.
*(მოწყობილობების ლოკალურად სამართავად რეგისტრაციის გავლა არ არის სავალდებულო) - მოწყობილობის დაკავშირება
- დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი დაკავშირებულია WiFi ქსელთან
- ასევე აუცილებელია ლოკაციის სერვისი იყოს გააქტიურებული თქვენს მობილურზე
- დააჭირეთ “ახალი WiFi მოწყობილობის” დამატებას
- შეიყვანეთ თქვენი WiFi ქსელის პაროლი და დააჭირეთ ძებნის ღილაკს
- დაელოდეთ მოწყობილობის ავტომატურ დაკავშირებას
Reviews
There are no reviews yet.