სასუქების შესახებ

კანაფი – მარიხუანა

cannabis-seeds-in-georgia

საქართველოში კანაფის (მარიხუანას) ლეგალური სტატუსი კომპლექსურია. 2024 წლის მდგომარეობით, კანაფის პირადი მოხმარებისთვის შეძენა და შენახვა დეკრიმინალიზებულია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს სხვადასხვა რეგულაცია და სასჯელის ფორმები.

  1. პირადი მოხმარება და შენახვა: მარიხუანას 100 გრამამდე ნედლი ფორმით პირადი მოხმარებისთვის შეძენა და შენახვა არ ითვალისწინებს პატიმრობას. ამ ქმედებისთვის არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ კრძალავს, თუმცა შესაძლოა ნასამართლევად გცნონ, მაგრამ სასჯელი ვერ მოგისაჯონ​ (ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია)​.
  2. კულტივაცია: კანაფის მცირე რაოდენობით კულტივირებისთვის, რაც 10 გრამს შეადგენს, კვლავ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება სანქციად 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს​. თუმცა, 151 გრამამდე კანაფის კულტივაციისთვის საპატიმრო სასჯელი გაუქმებულია, მაგრამ აქაც შესაძლებელია ნასამართლევად გცნონ​.
  3. სამედიცინო გამოყენება: კანაფის სამედიცინო გამოყენება საქართველოში კვლავ ნებადართულია განსაზღვრული პირობებით. მისი გამოყენება მკაცრად რეგულირებულია და მხოლოდ კონკრეტულ სამედიცინო საჭიროებებზეა მიმართული​.
  4. შესყიდვა და გაყიდვა: საქართველოში კანაფის ყიდვა-გაყიდვა არალეგალურია, გარდა სამედიცინო მიზნებისთვის ლიცენზირებული საშუალებებით​.

კანაფის ლეგალიზაციის საკითხი კვლავაც განხილვის და რეგულირების პროცესშია, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სამომავლოდ დამატებითი ცვლილებები მოხდეს. თუ გსურთ კანაფის გამოყენების და შეძენის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, რეკომენდებულია შესაბამისი კანონის და რეგულაციების გაცნობა.

ზოგადი ინფორმაცია კანაფზე

კანაფი, ასევე ცნობილია როგორც მარიხუანა, პლანი წარმოადგენს ფსიქოაქტიურ მცენარეს, რომელის გამოყენებაც სხვა და სხვა მიზნებით შეიძლება, მათ შორის სამედიცინო, რეკრეაციული ან უბრალოდ განტვირთვისათვის. მარიხუანას ფსიქოაქტიურს ხდის მასში შემავალი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC). ეს ის ნივთიერებაა, რომელიც “აბოელბს”.

კანაფი შეიძლება იყოს სატივა, ინდიკა და რუდერალისი, თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული მახასიათებლები და გამოყენების პრინციპები, სფეროები. სატივა/ინდიკა გამოიყენება ძირითადად “თრობისთვის”, რუდერალისი კი სამედიცინო მიზნებისათვის. კანაფისგან მზადდება მრავალი სასარგებლო პროდუქტი, მაგალითად კანაფის ზეთი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამედიცინო თუ კოსმეტიკური მიზნებისათვის; აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწიმააღმდეგო თვისებები

კანაფის კულტივაცია და გამოყენება

კანაფის კულტივაცია შესაძლებელია ღია და დახურულ სივრცეში (ბუნებაში, აივანზე, გროუ ბოქსში…) ამ მრავალფუნქციურ მცენარეს ჭირდება მიკრო კლიმატის კონტროლი, ნიადაგის სწორი შერჩევა (მჟავიანობის კონტროლი, საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდება).

საქართველოში კანაფი ნებადართულია სამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა განსაზღვრული პირობებით. ნებადართულია კანაბიდიოლის (CBD) ყიდვა-გაყიდვა, რადგან სიბიდი არაფსიქოაქტიური ნივთიერებაა და ხშირად სამედიცინო დანიშნულება აქვს; გამოიყენება ეპილეფსიის, ქრონიკული ტკივილის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

კანაფის თესლების შესახებ – ყიდვა / ლეგალურობა

საქართველოში კანაფის თესლების შეძენა და გამოყენება ლეგალურია სვენირის სახით, კულტივაცია ჯერ ისევ შეზღუდულია. კანაფის თესლები შეიძლება შეიძინოთ საქართველოში არსებული ლიცენზირებული მაღაზიების მეშვეობით, პიონერი კომპანია ამ საკითხში არის MYSEED.GE . მაისიდ გროუ შოპში შეძლებთ შეიძინოთ საუკეთესო ავტომოყვავილე და ფემინიზირებული კანაფის თესლები :

  • ავტომოყვავილე კანაფის თესლები – ხშირად ცნობილი როგორც სამთვიანი თესლები იდეალურია სახლის/გროუ ბოქსის პირობებში გასაზრდელად, არ მოითხოვს მრავალწლიან გამოცდილებას და დამწყებ მებაღეებს მცირე დროში და ნაკლები რესურსით შეუძლიათ სრულად დაასრულონ მცენარის ზრდის ციკლი
  • ფემინიზირებული კანაფის თესლები – ფემინიზირებული იგივე ფოტოპერიოდული ცნობილი როგორც ექვსთვიანი თესლები საუკეთესოა გარე პირობებში გასაზრდელად, დამწყებებს ვურჩევთ დაიწყონ ავტომოყვავილის გაზრდით, რადგან ფოტოპერიოდული უფრო მეტ პრაქტიკას მოითხოვს, მაქსიმალური შედეგის მისაღებად უნდა განსაზღვროთ გარე ტემპერატურა, რამდენი ხნით უყურებს მზე მცენარეს, გარე პირობებში მჟავიანობის კონტროლიც უფრო ძნელია, თუმცა თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და პირობები, ფოტოპერიოდული კანაფის თესლები იმედს არ გაგიცრუებთ, ძირითადად გვაძლევს 2-3 ჯერ მეტ მოსავალს, ვიდრე ავტო.

კანაფის თესლები საქართველოში ხელმისაწვდომია ლიცენზირებულ გროუ შოპებში და ონლაინ პლატფორმებზე, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ყიდვა შეიძლება სვენირის სახით და არა კულტივიზაციისათვის!

კომენტარის დატოვება