GREENLAB

ჩვენი მაღაზიის შესახებ

მწვანე ლაბორატორია არის ადგილი, სადაც ყველაფერია თქვენი მცენარისთვის. ეს არის სპეციალიზირებული სასოფლო-სამეურნეო მაღაზია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში არსებული აგრო-ინდუსტრიის პოპულარიზაციას, მცენარის მოყვარულ დამწყებ და კვალიფიციურ მომხმარებელს.

კომპანია გთავაზობთ პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მათ შორის წინასწარ დამზადებულ, საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ ნიადაგს, CBD-ის საკვებ დანამატებს, განათებებს მცენარისთვის, სასუქებს, ტენტებს, აქსესუარებს, თესლებს, მცენარეებს, ხელნაკეთ პროდუქტებსა და მცენარის მოვლისთვის საჭირო ხელსაწყოებს.

მწვანე ლაბორატორია – უფრო მეტია, ვიდრე გროუ შოპი.

ეს არის მაღაზია, რომელიც მოიცავს ინოვაციური პროდუქციის ფართო არჩევანს შემდეგ მიმართულებებში:

მოყვარული მებაღეობა – ხელსაწყოების, დანადგარების, სასუქების, ნიადაგის, თესლებისა და მცენარის მოვლისთვის საჭირო აქსესუარების სრული კომპლექტაცია.

საკვები დანამატები – კანაბიდიოლისა და ადამიანისთვის საჭირო სასარგებლო საკვები დანამატების დიდი არჩევანი.

კოსმეტიკა და ჰიგიენური პროდუქცია – კანაფის თესლისგან მიღებული კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები.

მოსაწევი აქსესუარები და მცენარეები.

Green Lab ზრუნავს იმაზე, რომ უფრო აამაღლოს ცნობიერება სიბიდის პროდუქტზე და მომხმარებელს ჰქონდეს მარტივი წვდომა ამ პროდუქტზე. აქ დაგხვდებათ სიბიდი როგორც ვეიპების, ასევე წვეთებისა და ტაბლეტების სახით.

Green lab საქართველოს ბაზარზე უკვე 5 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანია დღითიდღე იზრდება და ვითარდება.

ჩვენთან შეხვდებით პროდუქციის ფართო ასორტიმენტს მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლებისგან, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება.

ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Idrogrow, Reakiro, Advanced Nutrients, INDIA Cosmetics, Seklos, Airontek…

Advanced Nutrients-ის პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სწორედ Green Lab-ია.

მსოფლიოში სასუქების მწარმოებელ N1 ბრენდთან თანამშრომლობით საქართველოში 43 სახეობის სასუქი ოფიციალურად დავარეგისტრირეთ, რამაც ბაზარზე მნიშვნელოვნად დაარეგულირა პროდუქტის ფასი.