Uncategorized

About Big Bud – Advanced Nutrients from MYSEED

Big Bud – Advanced Nutrients

Advanced Nutrients Big Bud უზრუნველყოფს მცენარეს აუცილებელი ელემენტებით , რომლებიც არამხოლოდ ხელს უწყობენ კვირტების განვითარებას , არამედ ზრდიან მათ ზომასაც და ხარისხსაც. შედეგად ვიღებთ უხვ მოსავალს შესანიშნავი არომატით!

დიდი ალბათობით თქვენ იმ გროვერების 91.7% ს მიეკუთვნებით , რომლებიც ყვავილობის გამაძლიერებს იყენებს , რათა ყვავილობის ყველა ციკლმა წარმატებით ჩაიაროს.

ასე რომ ბუნებრივია გსურთ დარწმუნდეთ თქვენი გამაძლიერებლების ხარისხსა და პოტენციალში.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ , თქვენ ეძებთ აყვავების გამაძლიერებელ ეფექტს , რომელიც მოიცავს „ უფრო დიდ , მძიმე მკვრივ ყვავილებს.

გსურთ , რომ ყვავილი აღსავსე იყოს საჭირო ცხიმებით , არომატული ნივთიერებებით , ტერპენოიდებით და სხვა მსგავსი პოტენციური ფაქტორებით. გსურთ , რომ მიიღოთ დიდი მოსავალი.

როგორ აპირებთ სასურველი შედეგების მიღებას? მხოლოდ ფოსფორისა და კალიუმის დახმარებით ეს ძალიან გაგიჭირდებათ , არა და გამაძლიერებლების შემადგენლობაში ძირითადად მხოლოდ ეს ორი ელემენტი შედის.

Big Bud 250 mlBig Bud – Advanced Nutrients

   ყველაზე ცუდი ისაა , რომ სხვადასხვა გამაძლიერებლებში არასწორი თანაფარდობითაა განაწილებული ფოსფორისა და კალიუმის წილი. ზოგიერთში მათი წილი საერთოდ ორმაგია , თუმცა ეს მცენარისთვის სასარგებლო არ არის , რადგან აყვავების ეტაპზე მცენარე კალიუმს უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარს , ვიდრე ფოსფორს.

გარდა ამისა , როდესაც მცენარე დიდი რაოდენობით იღებს ფოსფორს , შესაძლოა მის სიჯანსაღეს საფრთხე შეექმნას.  არამხოლოდ ეს , შესაძლოა მოსავალს მწარე გემო გაუჩნდეს და მოწევის დროს ყელი და ფილტვები გატკინოთ.

 ფოსფორი და კალიუმი მხოლოდ ნაწილია Big-Bud-ის გრაფაში. დიდი ყვავილის გასაზრდელად იმაზე მეტი რამ არის საჭირო , ვიდრე მცენარისთვის კალიუმისა და ფოსფორის სწორი რაოდენობით შეფარდება .

აღმოჩნდა , რომ კვირტი ყველაზე კარგად მაშინ იზრდება , როდესაც მცენარეს ამინო მჟავების სრული სპექტრი სწორ ფორმებში მიეწოდება. ეს მცენარის „მშენებლობისთვის“ ცილების , ტერპენოიდების და ალკალოიდების აგურებსა და ბლოკებს წარმოადგენს

ეს ნიშნავს , რომ მცენარეს 20 L ფორმის ამინომჟავები უნდა მიაწოდოთ, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია L-ტრიპტოფანის, L-ცისტეინის, L-გლუტამატის და L-გლიცინის სწორი დოზირება.

რატომ არის ამ ოთხი L ფორმის ამინო მჟავები ასეთი მნიშვნელოვანი? თქვენი მცენარეები იყენებენ L-ტრიპტოფანს, რათა შექმნან მნიშვნელოვანი ყვავილოვანი ზრდის ჰორმონი, რომელსაც ეწოდება ინდოლის ძმარმჟავა (IAA). IAA-ს სინთეზის გაძლიერება თქვენს ყვავილს გაზრდის უფრო დიდ პოტენციალს აძლევს.

  L-ცისტეინი უზრუნველყოფს გოგირდს და L-გლიცინთან ერთად არის მთავარი ელემენტი მცენარეთა შიდა დამცავი ნაერთის გლუტათიონის ფორმირებაში.

იმის გამო , რომ სახლის პირობებში მცენარის გაზრდა ძირითად შემთხვევებში მცენარისთვის სტრესს წარმოადგენს , ქსოვილის ნიმუშები აჩვენებს, რომ ბევრ მცენარეს აქვს გლუტათიონის დეფიციტი, რაც ანელებს მეტაბოლიზმს და იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.

მცენარის ფორმირებაში სჯობს  L ფორმის ამინომჟავები გამოიყენოთ , რადგან  D ფორმის ამინომჟავები ბევრად უფრო რთული შესაწოვია მცენარისათვის.

Advanced Nutrients Big Bud
ბიგ ბადი

მცენარეს ოცივე ამინომჟავა ესაჭიროება გაზრდისა და განვითარებისთვის , მაგრამ ზოგიერთი ამინომჟავა მცენარისთვის უფრო რთული შესაწოვია.

გამაძლიერებლების უმეტესობა მხოლოდ D ამინო მჟავებს შეიცავს , მცენარეებს კი მათი გამოყენება უჭირთ , რადგან ისინი ნაკლებად ხსნადია წყალში.

გთხოვთ დაიმახსოვროთ , რომ მხოლოდ L ფორმის ამინო მჟავები წარმოადგენენ მცენარისათვის იდეალურ ფორმებს , რადგან ისინი მარტივად შეიწოვებიან და გარანტირებულად გვაძლევენ სასურველ მოსავალს.

 იზრუნეთ თქვენი ყვავილის ზრდასა და მის სუნთქვაზე , მეტაბოლიზმსა და განვითარებაზე.

თქვენ უკვე წაიკითხეთ , რომ კალიუმისა და ფოსფორის სწორი თანაფარდობა და L ფორმის ამინო მჟავები თქვენს მცენარეს გაზრდა განვითარებაში ეხმარება , თუმცა Big Bud – Advanced Nutrients  ამაზე მეტს აძლევს თქვენს მცენარეს. მაგალითად ისეთ ნივთიერებებს , როგორიცაა ლიმონმჟავა. ის პირდაპირ ამარაგებს უჯრედულ რესპირაციას და თქვენს მცენარეს ეხმარება ფესვებიდან საკვების მიღებასა და მის სწორ გადანაწილებაში . ეს თქვენს მცენარეს საშუალებას აძლევს , რომ შაქარი ენერგიად გარდაქმნას. ასკორბინის მჟავა კი (ასკორბატის სახით) აჩქარებს ფოტოსინთეზს.

 დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ , რომ ასკორბინის მჟავა ,ლომონმჟავა , L ფორმის ოცივე ამინომჟავა , კალიუმი , ფოსფორი და მაგნიუმი სწორი თანაფარდობით გვხვდება ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილ კვირტების გამაძლიერელ Big Bud ში.

აი რას ვიღებთ გარანტირებულად Big Bud – Advanced Nutrients-ის მოხმარების დროს

  • მეტ ყვავილს
  • უფრო დიდი ყვავილებს
  • უფრო ძლიერ ყვავილებს
  • მაღალი საბაზრო ფასეულობის ყვავილს

თხევად ფორმულად უფრო სწრაფი შერევისა და შეწოვისთვის.

როდესაც შედეგებს თქვენი თვალით ნახავთ და სხვა ფაქტებსაც გადახედავთ , თქვენც დაგვეთანხმებით , რომ Big Bud გვთავაზობს კვირტების გაძლიერებისა და მისი საჭირო ინგრედიენტებით მომარაგების მოსახერხებელ და საიმედო გზას. Big Bud-ით თქვენი მცენარის გამოკვება მასზე ძალიან კარგად აისახება , რადგან ის მიიღებს L ტიპის ამინო მჟავებსა და მასთან ერთად სხვა ინგრედიენტებსაც , რომლებიც მაქსიმალურად გაზრდის თქვენს მცენარესა და იზრუნებს იმაზე , რომ უფრო დიდი და მბზინავი ყვავილები გაუჩნდეს.

გროუ ბოქსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *